ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი ,,შენ ხარ ვენახი"
პროექტის სახელწოდება
|
შენ ხარ ვენახი
|
პროექტის მთავარი იდეა
|
“ღვინის კულტურის აკვანი”, “ღვინის სამშობლო”– ასე საუბრობენ
საქართველოზე,
როგორც
ღვინის
უძველეს
სამშობლოზე.
|
პროექტის აქტუალობა
|
ღვინოს
ოდითგანვე
განსაკუთრებული
ადგილი
ეკავა
ქართველების
ცნობიერებაში.
ღვინოს
სვამდნენ
ჭირშიც
და
ლხინშიც,
სვამდნენ
სამკურნალოდ
და
მხნეობის
მოსამატებლად,
სვამდნენ
ურთიერთობის
დასამყარებლად
და
მეგობრობის
განსამტკიცებლად,
ამა
თუ
იმ
საქმის
წამოწყების
თუ
კეთილად
დასრულების,
დაბადების
დღის,
ქორწილის
თუ
ნებისმიერი
დღესასწაულის
აღსანიშნავად,
სვამდნენ
დიდ
ნადიმებზეც
და
საოჯახო
სადილებზეც.
ღვინო ქართველებისთვის სასმელზე ბევრად
მეტს
ნიშნავს.
მან
გავლენა
იქონია
ქართველების
ფილოსოფიაზე,
მუსიკასა
და
არქიტექტურულ
მოტივებზე.
დაბოლოს, როდესაც IV საუკუნეში წმინდა
ნინომ
საქართველოში
ქრისტიანობა
შემოიტანა,
მას
ხელთ
ეპყრა
საკუთარი
თმებით
შეკრული
„ჯვარი
ვაზისა“.
ქრისტიანულ
სამყაროში
მხოლოდ
საქართველოში
გვხვდება
ქრისტიანობის
ამგვარი
სიმბოლო.
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიულ წყაროებს, იმსჯელებენ იმაზე თუ სად
არის ვაზის სამშობლო, სად და როდის ნახეს პირველად მოშინაურებული, გაკულტურებული
ვაზის ჯიშები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყურძნის რომელი ჯიშებია გავრცელებული,
ისაუბრებენ ყურძნის წვენის და წიპწის ქიმიურ შედგენილობაზე, ყურძნის წვენის დაღვინების
პროცესში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, ენოთერაპიაზე(ღვინით მკურნალობაზე) ქართული
სუფრის ტრადიციებზე ქართულ მწერლობასა და პოეზიაში. ქართველი
ისტორიკოსები
და
ეთნოგრაფები,
რომელთაც
სხვადასხვა
წერილობით
წყაროებზე
უწევთ
მუშაობა,
ამბობენ,
რომ
საქართველოს
ისტორია
ღვინის
ისტორიის
პარალელურია
და
ღვინის,
პურადობისა
თუ,
ქართული
ნადიმების
თემას
ვერც
ერთი
მკვლევარი
ვერ
უვლის
გვერდს.
|
მონაწილეთა ასაკი
|
l6-17
წელი (XI კლ)
|
ვადების ხანგრძლივობა
|
4 კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები
|
პრეზენტაცია
|
რესურსები
|
ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ლაბორატორიული ჭურჭელი, რეაქტივები
|
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტიობები)
|
მოსწავლეებისთვის საპროექტო თემის გაცნობა. მოსწავლეების დაჯგუფება და ფუნქციების გადანაწილება(5 ჯგუფი: ისტორიკოსები,
გეოგრაფები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, ლიტერატორები) ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას
და პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენენ სლაიდ შოუს, ექსპერიმენტების საშუალებით.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი
|
ინტეგრირებული საგნები: ქიმია, ბიოლოგია, ისტორია,
გეოგრაფია, გერმანული, ქართული ენა და ლიტერატურა.
ისტ.XI.2. მოსწავლეს
შეუძლია რესურსებისა
და ეკონომიკის ურთიერთგავლენის ანალიზი.
ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის
გავლენის ანალიზი.
გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და
ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
ქიმ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების
დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ
მსჯელობა.
ბიოლ.XI.10.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადამიანის
ყოფისათვის მიკროორგანიზმების სასარგებლო
და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე.
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო
მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
|
პროექტის ხელმძღვანელები
|
ი. ბუჩუკური, ი. გედენიძე, ნ. ახვლედიანი, ე. მიქაბერიძე, ც. დალაქიშვილი,
მ. გოგიბერიძე
|
ხელმძღვანელს ელ.ფოსტა
|
ia.buchukuri@gmail.com
|
.jpg)
No comments:
Post a Comment